ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე საუბარი იქნება ყველა იმ ინციდენტზე, რომელსაც ბოლო ორი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან ჰქონდა ადგილი. ცენტრალურ ხელისუფლება გენადი ბესატევის საკითხს დააყენებს, თუ რა ვითარებაში დამძიმდა საქართველოს მოქალაქის გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
გარდა ამისა, შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ შესრულებული უკანონო სამუშაოები განიხილება.
ამ დროისთვის ოკუპირებული ცხინვალის უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, გელა გოჭოშვილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დააკავეს.