სალომე ზურაბიშვილი ვადამდელი არჩევნების ნიშნებზე საუბრობს - ინტერვიუ პოლონურ მედიასთან

02.06.26 21:23
სალომე ზურაბიშვილი ვადამდელი არჩევნების ნიშნებზე საუბრობს - ინტერვიუ პოლონურ მედიასთან

 

 

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავტოკრატიული რეჟიმების კლასიკურ დასასრულს ადარებს. მისი შეფასებით, სისტემის შიგნით გაჩენილი დაუცველობის განცდა, კორუფციისა და სახელმწიფო ღალატის ბრალდებები იმ პროცესის ნაწილია, რომელიც მსგავსი მმართველობებისთვის დამახასიათებელია. პოლონურ მედიასთან ინტერვიუში ზურაბიშვილი აცხადებს, რომ შიშის საფუძველი დღეს არა საზოგადოებას, არამედ თავად „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ელიტას აქვს.

პოლონურ ტელეკომპანია TVP-სთან საუბრისას ზურაბიშვილმა "ოცნების" გუნდის მზარდ პოლიტიკურ იზოლაციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დასავლელი პარტნიორებისგან ლეგიტიმაციისა და მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს, თუმცა ეს მცდელობები ჯერჯერობით შედეგს არ იძლევა.

მეხუთე პრეზიდენტის შეფასებით, თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად არის შემცირებული, ხოლო ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების მიმართ არათანამშრომლობის პოლიტიკას აგრძელებს. ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს საერთაშორისო იზოლაცია აძლიერებს განცდას, რომ მმართველი გუნდი, მიუხედავად საჯარო თავდაჯერებული განცხადებებისა, საკუთარ პოზიციებში თავს სრულად უსაფრთხოდ ვერ გრძნობს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები