„სიცოცხლით სავსე ქალაქი“ თუ ბეტონის ჯუნგლები? — თბილისელები კალაძეს დაპირებებს ახსენებენ
„სიცოცხლით სავსე ქალაქი“ — ეს იყო ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რომლითაც კახა კალაძე თბილისელების წინაშე წარდგა. წლების განმავლობაში დედაქალაქის მერი არაერთ მასშტაბურ პროექტს აანონსებდა — მეტროსადგურების რეაბილიტაციას, საპარკინგე სივრცეების მოწყობას, ქაოტური განაშენიანების შეჩერებასა და სხვა მრავალმილიონიან ინიციატივას. თუმცა მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ქალაქის მთავარი პრობლემები კვლავ მოუგვარებელია.
მოქალაქეთა შეფასებით, გაძვირებულ ცხოვრებას დედაქალაქში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და გაზრდილი ჯარიმებიც ემატება. მათი თქმით, სანქციების გამკაცრება და ჯარიმების ზრდა თითქმის ყველა ოჯახის ბიუჯეტზე აისახება, მაშინ როდესაც ყოველდღიური პრობლემების გადაჭრა კვლავ გამოწვევად რჩება.
კრიტიკის კიდევ ერთი მთავარი თემა ქაოტური განაშენიანება და ე.წ. „ბეტონის ჯუნგლებად“ ქცეული უბნებია. არსებული მონაცემებით, კახა კალაძის მერობის პერიოდში 50 000-ზე მეტი სამშენებლო ნებართვაა გაცემული, რასაც ოპონენტები დედაქალაქში უკონტროლო მშენებლობების ზრდის მაგალითად ასახელებენ. მათი შეფასებით, თბილისის ურბანული განვითარება კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება.
ვრცლად ნახეთ კრისტი მარია ოსიაშვილის რეპორტაჟში.