პატიმარმა, რომელსაც ციხეში გაუპატიურების კადრები აჩვენეს, თვითმკვლელობა სცადა - პროკურატურამ "ქილერას" ბრალი წარუდგინა

18.11.21 12:22
პატიმარმა, რომელსაც ციხეში გაუპატიურების კადრები აჩვენეს, თვითმკვლელობა სცადა - პროკურატურამ "ქილერას" ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად ,,ქილერა" პასუხისგებაში მისცა, საუბარია 2011 წლის მარტში პატიმრის წამების ფაქტზე.

პროკურატურის ინფორმაციით,  ბრალდებულმა მეგის ქარდავასთან ერთად კონკრეტულ პატიმარზე სასურველი ჩვენების მიღების მიზნით ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იძალადა, რის შემდეგაც პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა.

საქართველოს პროკურატურამ, პატიმრის წამების ფაქტზე, მერვე დაწესებულების ყოფილი დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად ქილერა ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში, მერვე დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს მეგის ქარდავამ და ქილერამ  მოსთხოვეს, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ გაუპატიურებით. 

სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემდეგ, დაკავებული ჩაიყვანეს  ციხის ე.წ კარანტინში, სადაც აყურებინეს, როგორ ძალადობდნენ სექსუალურად ერთ-ერთ პატიმარზე,"- განაცხადეს პროკურატურაში. 

მსგავსი სიახლეები