გადაიყვანეთ სააკაშვილი მულტიპროფილურ კლინიკაში - ბათუმელი პროფესორ-მასწავლებლების პეტიცია

18.11.21 12:27
გადაიყვანეთ სააკაშვილი მულტიპროფილურ კლინიკაში - ბათუმელი პროფესორ-მასწავლებლების პეტიცია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით მათ სპეციალური პეტიციაც შეიმუშავეს, რომელზეც ხელმოწერები უნივერსიტეტის წინ გაკეთდა.

მიგვაჩნია,  რომ ეს არის არა მარტო მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის, არამედ სამოქალაქო შუღლის თავიდან აცილების და ჩვენი ქვეყნის მსოფლიო ცივილიზებულ საზოგადოებაში ყოფნა-არყოფნის საკითხი,  -  აღნიშნულია პეტიციაში, რომელზეც ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 49 დღეა, შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა საბოლოო დასკვნა გუშინ დადო. ექიმების ინფორმაციით, გლდანის N 18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საჭირო რესურსი არ არის, რაც მსჯავრდებული პრეზიდენტის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობას ნიშნავს. 

მსგავსი სიახლეები