რადიკალურ ოპოზიციას ბაიდენის ადმინისტრაციამ დააყრევინა მანდატები და დღეს შედეგებს იმკიან - პაპუაშვილი

03.06.26 13:29
რადიკალურ ოპოზიციას ბაიდენის ადმინისტრაციამ დააყრევინა მანდატები და დღეს შედეგებს იმკიან - პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ოპოზიციამ პარლამენტში მანდატებზე უარი უცხოელი პარტნიორების გავლენით თქვა. მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვეტილებები არა ქართველი ამომრჩევლის, არამედ უცხოეთის ხელისუფლებების პოზიციების გათვალისწინებით მიიღეს, რის შედეგებსაც დღეს თავადვე იმკიან.

შალვა პაპუაშვილმა ასევე პარტიების აკრძალვის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია. 

2024 წელს რადიკალური ოპოზიცია ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოიყვანა პარლამენტიდან, ამავე ადმინისტრაციამ დააყრევინა მანდატები და დღეს იმას იმკიან, სადაც იმის გამო შევიდნენ, რომ მოუსმინეს არა ქართველ ხალხს, არამედ უცხოეთის ხელისუფლებას. შეიცვლება ის, რომ მოუწევთ მონაწილეობის მიღება 2028 წლის 28 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და მანდატს, რომელსაც მიიღებენ, ვინც მიიღებს მონაწილეობას, მანდატს სცენ პატივი. იმიტომ, რომ მათთვის ამოსავალი ჩვენი კონსტიტუცია კი არ არის, ამოსავალია გარეთ რას ეტყვიან და დღეს ამას ეუბნებიან. 

ამ ეტაპზე შეუძლიათ, ისხდნენ სახლში და იზრუნონ 2028 წელზე. სხვა რა უნდა ქნან? ჩვენ არანაირი გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით არც არასდროს მიგვიღია და ვერც ვერასდროს მივიღებთ. ჩვენ, ერთადერთი, გვაქვს ჩვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული პარტიები არიან ანტიკონსტიტუციური პარტიები. ასე რომ, გააჩნია, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პარტია არის ანტიკოსნტიტუციური, ასეთი პარტია უნდა არსებობდეს? ჩვენ ხომ იგივე ხელისუფლება ვართ, იგივე პოზიცია გვაქვს, რაც გვქონდა 2024 წელს, რაც იყოს აშშ-ს წინა ადმინისტრაცია. დღეს შეიცვალა აშშ-ს ადინისტრაცია და შეიცვალა აშშ-ს პოზიციაც. ჩვენ იქ ვართ, სადაც ვართ, - ამბობს შალვა პაპუაშვილი. 

შალვა პაპუაშვილმა ასევე დღეს თქვა, რომ BBC-ის საჩივრით უკვე მესამედ მიმართა. საუბარია საგამოძიებო რეპორტაჟზე, სადაც ვარაუდი იყო გამოთქმული, რომ საქართველოში აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ სავარაუდოდ, ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული, რაც "ცნება" კატეგორიულად უარყოფს. 

მესამედ გადავაგზავნეთ, ჩვენ ძალიან სკულპუოზურად მივყვებით ამ საკითხს და რა თქმა უნდა, შევაბრუნეთ კვლავ საჩივარი. დიდი შრომა მიდის ამ საკითხზე იმისთვის, რომ ჩვენი საჩივრები იყოს სათანადო ხარისხის და დასაბუთებული, რაც არის კიდეც და მინდა, რომ აქედანვე დაგარწმუნოთ. ველით, ჯერ პასუხი არ მიგვიღია, ვნახოთ, - თქვა პაპუაშილმა.