ბაჩო ახალაიას საქმე — ადვოკატი ამბობს, რომ მოწმის ჩვენება ვარაუდებს ეფუძნებოდა
ბაჩო ახალაიას ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოში დაკითხულმა სუს-ის თანამშრომელმა საკუთარი პატაკის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ შეძლო. საუბარია ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მისი მეუღლე ქვეყნის დატოვებას გეგმავდნენ. დაცვის მხარის შეფასებით, მოწმის ჩვენებამ აჩვენა, რომ აღნიშნული ინფორმაცია დაუზუსტებელ ვარაუდებს ეფუძნებოდა.
დაცვის მხარის შეკითხვაზე, თუ ჰქონდა მას რაღაც დაზუსტებული ინფორმაცია, თუ სად აპირებდა ბაჩანა ახალაია მიმალვას, ეს იყო ქვეყნის გარეთ მისი გადაადგილება თუ ქვეყნის შიგნით, ამაზე პასუხი ჰქონდა, რომ "არ ვიცი". ასევე კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ ბაჩანა ახალაია რა ტექნიკური საშუალებით აპირებდა თუნდაც ქვეყნის შიგნით გადამალვას ან ქვეყნის გარეთ, ამაზეც ინფორმაცია არ ჰქონდა. ჰქონდა თუ არა ქვეყნის დასატოვებლად რაიმე სახის ბილეთი ნაყიდი ან რაღაც სხვა საშუალებით გადაადგილებისთვის საწირო დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომ ქვეყანა დაეტოვებინა, ეს ინფორმაციაც არ უკითხავს და არ ჰქონდა ამის შესახებ. ასევე არ ჰქონდა გადამოწმებული ბაჩანა ახალაია იყო თუ არა ოპერატიულ ძებნაზე საზღვარზე შეჩერებული და გადაამოწმა თუ არა ეს ინფორმაცია. მოკლედ, ფიზიკურმა პირმა, რომელიც სასამართლოზე იყო წარმოდგენილი და მან ჩვენება მისცა მხოლოდ პატაკის ირგვლივ, არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა, ნამდვილად აპირებდა თუ არა ბაჩანა ახალაია და ანი ნადარეიშვილის სახელმწიფო ქვეყნის გარეთ გასვლას ან ქვეყნის შიგნით დამალვას. მის მიერ მიღებული ინფორმაცია იყოა აბსურდული, არასწორი, ურბალოდ, ვარაუდი და დიდი ალბათობით, ეს ბაჩოს პოზიციაც იყო, რომ ეს არის ხელოვნურად მოგინილი ინფორმაცია. ბოლოს, როცა იძლებული გახდა, ამ კითხვების შემდეგ, რომ რამენაირად გამოესწორებინა, თქვა, რო შესაძლოა, იყო ეს ინფორმაცია სწორი, შესაძლოა - არ იყო, - ამბობს ადვოკატი გია გოროზია.
პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, გამოძიების ვერსია რეალურ გარემოებებს არ შეესაბამება და ქვეყნის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულია.
არც აეროპორტში დავუკავებივართ და არც სადმე სხვაგან. ვიყავით სახლში ფორმაში რომ შემოვიდნენ, ვიყავით გაოგნებულები, იმიტომ, რომ ნახევარი საათით ადრე დაგვირეკეს და დაგვიბარეს და განვუცხადეთ მისვლაზე თანხმობა. შემოცვივდნენ რაღაც გაუგებარი პატაკის საფუძველზე, რომელიც რაღაც სიზმრად ნახული პატაკი იყო დაახლოებით. მე არ შემიძლია, მოგაწოდოთ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია ამის შესახებ, მაგრამ იმდენად სასაცილო რაღაც არის, რომ ჩვეულებრივად სთენდაფებში გამოიყენებდა ადამიანი, - თქვა პროცესის შემდეგ ანი ნადარეიშვილმა.
შეგახსსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში დღეს ბაჩო ახალაის მორიფი სხდომა გაიმართა. პროცესზე სუსის თანამშრომელი ვახტანგ დალაქიშვილი გამოიკითხა. საქმე ე.წ. ინტერნეტის გამოყენების ეპიზოდს ეხებოდა.
გამოძიება თავდაცვის ექს მინისტრს 4 ოქტომბრის დიდი შეკრების მთავარ ორგანიზატორად ასახელებს. პროკურატურის მტკიცებით, სწორედ ბაჩო ახალაია აძლევდა დავალებებს აქციის ორგანიზატორებს. დაცვის მხარე ამბობს, რომ საქმის მასალებში ექს-მინისტრის წინააღმდეგ არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს.