ლომჯარიას შექმნილი კონსილიუმის წევრთა უმრავლესობა პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია - კობახიძე

18.11.21 12:47
ლომჯარიას შექმნილი კონსილიუმის წევრთა უმრავლესობა პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექსპერტების ჯგუფის დასკვნას არ ენდობა.

კობახიძის თქმით,  ამ ექსპერტების უმრავლესობა პოლიტიკურად მიკერძოებულია.

თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ლომჯარიას და მის მიერ შექმნილი კონსილიუმის მიმართ, რომლის წევრთა უმრავლესობა არიან პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული, რასაც ისინი თვეების განმავლობაში არ მალავდნენ, მათ შორის საკუთარი საჯარო განცხადებებით. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ნდობის ხარისხი არის ძალიან დაბალი.

ამ ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ შიმშილობის შემდგომ მკურნალობაზე. ეს რომ არ გააკეთა, კიდევ ერთი მარტივი დასტურია მისი პოლიტიკური მიკერძოებისა", - თქვა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები