ოპოზიცია: აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენა „ქართული ოცნების“ კონკრეტულ ნაბიჯებზეა დამოკიდებული
აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე საუბრისას ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვაშინგტონი თბილისთან თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა ამისთვის „ქართულმა ოცნებამ“ კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯები უნდა გადადგას.
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ვიდრე ივანიშვილის ხელისუფლება ამგვარ ნაბიჯებს არ გადადგამს, აშშ-თან ურთიერთობები ვერ გადაიტვირთება.
აშშ-მა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ მას აინტერესებს თანამსრომლობა ჩვენს სახელმწიფოსთან, რომ მისი მიზანი, ცხადია, არის, რომ საქართველო არ იქნას დაკარგული როგორც მნიშნელოვანი სფერო ინტერესისა, მეგობრობისა და პარტნიორობისა, მაგრამ ეს არის სურვილი და მზაობა, რომელსაც სჭირდება თანმხვედრი, შემხვედრი ნაბიჯები "ქართული ოცნების" რეჟიმის მხრიდან. ასეთი ნაბიჯები არ გადადგმულა და სანამ არ გადაიდგმება, არანაირი სტაბილიზაცია არ მოხდება. ეს ნაბიჯები შეიცავს ძალიან კონკრეტულ რაღაცეებს, მათ შორის არის ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის შემცირება საქართველოში, მათ შორის ირანთან დაკავშირებული პოლიტიკის გასწორება, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ურთიერთობების გაუმჯობესების მთავარი წინაპირობა დემოკრატიული სტანდარტების დაცვა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფაა.
ჯანსაღი პოლიტიკური, სტაბილური გარემო კანონის უზენაესობის გარეშე არ მიიღწევა, შესაბამისად, ის გზამკვლევი ძალიან კარგად არის ცნობილი, რა გზამკვლევსაც უნდა გაუყვეს "ოცნების" ხელისუფლება ურთიერთობების აღდგენისთვის. რაც ეეხება, გვაქვს თუ არა მოლოდინი, რომ "ოცნების" ხელისუფლება ამ მიმართულებიტ ნაბიჯებს გადადგამს, ზოგადად, "ოცნებას" უდნა ყოველთვის საერთაშორისო ურთიერთობებში საკუთარ დღის წესრიგს დააფუძნოს ორ ქვეყანას შორის სატრატეგიული პარტნიორობა თუ ურთიერთობა. საკუთარი წესებით ეს ვერ მოხდება, - ამბობს გახარიას გუნდის წევრი, ბერდია სიჭინავა.
ივანიშვილის გუნდის შესაძლო ნაბიჯებსა და პოლიტიკური სისტემის ცვლილებების აუცილებლობაზე ყურადღებას ამახვილებს ლევან ცუცქირიძე, რომლის შეფასებითაც, ქვეყანას უფრო ღრმა პოლიტიკური გარდაქმნები სჭირდება.
აუცილებელია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მთელი პოლიტიკური სისტემის გადატვირთვას მოიტანს და არ იქნება მხოლოდ მოკლევადიან შედეგებზე გათვლილი. რა თქმა უნდა, ეს აშშ-ს ძალიან კარგად ესმის. ბუნებრივია, რომ "ქართულ ოცნებას" ამ სურს ამ კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარ, იმიტომ, რომ ის შეშინებულია. შეშინებულია ერთი მხრივ, მას სურს ეს თავისი დიქტატურის დამყარების საქმე ბოლომდე მიიყვანოს, ამას ვერ ახერხებს, საქართველოში არ გამოვა. შესაბამისად, მოუწევთ კომპრომისებზე წასვლა, მოუწევთ დამთმობი ნაბიჯების გადადგმა და ამისი ეშნიათ, იმიტომ, რომ მათი სისტემა დგას თავიდან ბოლომდე დაშინებაზე, - ამბობს ლევან ცუცქირიძე.
ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აშშ განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკური პლურალიზმისა და ოპოზიციური პარტიების უფლებების დაცვაზე.
ამერიკისთვის წითელი ხაზია მათ შორის პარტიების აკრძალვის იდაინიცირება, მათ შორის, პოლიიტკური ლიდერების დევნა და ამას ღიად საუბრობენ ყველა ჩვენს კომუნიკაციაში. "ქართულ ოცნებას" სურს,ა ღიარონ ისეთი, როგორიც არის და ამას ლაპარაკობენ ყოველ ჯერზე ამერიკელებთან საუბრის დროს, თუმცა სტაბილურობა ვერ მიიღწევა, ჩვენ არ ვართ არც ბელარუსია და არც ამ შემთხვევაში არც აზერბაიჯანი, პროტესტი გრძელდება 500 დღეზე მეტია და ეს გაგრძელდება, წინააღმდეგობა არის პარტიების, პოლიტიკოსების მხრიდანაც, - ამბობს "ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი.