"ფეიკი" დასკვნა შესაძლოა, გახდეს ისეთი რამ, რასაც ომბუდსმენის პირდაპირი პასუხისმგებლობა მოყვება - კობახიძე

18.11.21 13:13
"ფეიკი" დასკვნა შესაძლოა, გახდეს ისეთი რამ, რასაც ომბუდსმენის პირდაპირი პასუხისმგებლობა მოყვება - კობახიძე

ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა  "ფეიკია".

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კონსილიუმის დასკვნა უნდა მომზადებულიყო არა შიმშილობის, არამედ შიმშილობის შემდგომი მკურნალობის შესახებ.

მათ სინამდვილეში უნდა მოემზადებინათ დასკვნა ე.წ. რიფიდინგთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება შიმშილობის შემდგომ მკურნალობას, ერთი მარტივი მიზეზის გამო, სააკაშვილი აცხადებს, რომ მას აღარ აქვს პოლიტიკური მოთხოვნა, ის არ შიმშილობს პოლიტიკური მოთხოვნით, მისი ერთადერთი მოთხოვნა არის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, ამ შემთხვევაში ის წყვეტს უკვე შიმშილობას, თუ მას ექნება უზრუნველყოფილი, მისი თქმით, შიმშილობის შემდგომი სათანადო მკურნალობა.

აქედან გამომდინარე ამ ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ შიმშილობის შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით, ეს რომ არ გააკეთა, ეს კიდევ ერთი მარტივი დასტურია მისი პოლიტიკური მიკერძოების, ანუ იმთავითვე ფეიკია ის, რაც გააკეთა ე.წ. კონსილიუმმა.

როდესაც იდება ასეთი ფეიკი დასკვნა, ექიმების მიერ და სახალხო დამცველის მიერ, საბოლოო ჯამში, ამ ეტაპზე ეს არის ერთი მორიგი ფეიკი, მაგრამ წარმოიდგინეთ, თუ ამ ფეიკს მოჰყვა გაგრძელება და გაგრძელება არის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში და ამას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც ჩვენ გვეშინია, ამ შემთხვევაში ეს მორიგი ფეიკი ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირი პასუხისმგებლობა მოჰყვეს მათ შორის ომბუდსმენის და მათ შორის ექიმების" , - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები