"მიხედოს ესტონეთის ხელისუფლებას" - პაპუაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ აკრიტიკებს

03.06.26 17:53
"მიხედოს ესტონეთის ხელისუფლებას" - პაპუაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ აკრიტიკებს

 

 

შალვა პაპუაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშს გამოეხმაურა და ორგანიზაცია პოლიტიკური ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

"ესტონური ენჯეოა და მიხედოს ესტონეთის ხელისუფლებას", - ამბობს პაპუაშვილი. 

ადამიანი, რომელიც არის უცხოეთის დამკვეთის შემსრულებელი და ესტონეთში რეგისტრირებული ენჯეო, მიხედოს ესტონეთის ხელისუფლებას, ამას ვურჩევდი. ესტონეთის ენჯეო, შეისწავლოს ესტონეთის ხელისუფლების კორუფცია იქნება ეს, გამჭვირვალობა თუ სხვა რამე. ამაში ისინი იღებენ ფულს. სინამდვილეში, კორუფციაშია ჩაფლული მთლიანად ეს ორგანიზაცია, არის მათ შორის ტრანსნაციონალური კორუფცია, იმიტომ, რომ უცხო ქვეყნების პოლიტიკური ინტერესების განხორციელებას ემსახურება, - ამბობს პაპუაშვილი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) ინფორმაციით, 2026 წლის 30 მაისის მდგომარეობით, ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევაა აღრიცხული. 

TI-ს ცნობით, ელიტური კორუფციის სავარაუდო შემთვევებში "ქართული ოცნების" 257-ზე მეტი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი ფიგურირებს.