ბოლო 5 თვეში ელიტური კორუფციის 33 სავარაუდო შემთხვევაა გამოვლენილი - როგორ მდიდრდება "ოცნების" ელიტა

03.06.26 20:19
ბოლო 5 თვეში ელიტური კორუფციის 33 სავარაუდო შემთხვევაა გამოვლენილი - როგორ მდიდრდება "ოცნების" ელიტა

ელიტური კორუფციის 33 ახალი შემთხვევა მხოლოდ ბოლო 5 თვეში - საერთაშორისო გამჭვირვალობამ შეაგროვა ის საქმეები, სადაც მთავრობის წევრები, დეპუტატები, მოსამართლეები და მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. სიაში რამდენჯერმე მოხვდა კახა კალაძის სამეგობრო და გარემოცვა - ტვ პირველის ჟურნალისტური გამოძიება დეპუტატ გიორგი ბარვენაშვილის ოჯახის სამშენებლო ბიზნესზე. კალაძესთან დაახლოებულ ბიზნესმენ ლაშა კვაჭაძის და საეჭვო ნებართვის საქმეც TI-ის ცნობით, კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

საერთაშორისო გამჭვირვალობის სიაში მოხვდა ოცნების დეპუტატების მიერ დამალული სამოგზაურო ხარჯები, რომელიც მათ დეკლარაციაში არ შეაქვთ. ვიქტორ ჯაფარიძის შვილის ბიზნესი, რომელიც ბიუჯეტის ხარჯზე მუშაობს, ბოლო მონაცემებით, 10 მლნ მიიღო სახელმწიფო შესყიდვებიდან. კორუფციის მვკლევარები ელიტურ კორუფციად მიიჩნევენ აბასთუმნის თავზე ცის ჩაკეტვას და ფიქრობენ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებული შეზღუდვაა.

ელიტური კორუფცია მხოლოდ ტენდერებიდნა ფულის წაღება არ არის -  საერთაშორისო გამჭვირვალობის სიაში მოხვდა 1 იანვრიდან ამოქმედებული კანონი ადგილობრივი თამბაქოს აქციზის შემცირებაზე.  თამბაქოს მხოლოდ ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანია აწარმოებს.  

ელიტური კორუფციის სავარაუდო ფაქტები – ლიკა ჯანყარაშვილი დეტალებით