რუბიო "ოცნებისგან" ტრაექტორიის შეცვლას ითხოვს

03.06.26 19:33
რუბიო "ოცნებისგან" ტრაექტორიის შეცვლას ითხოვს

მარკო რუბიოს გზავნილი ცნობილია - აშშ-ს სახელმწიფო მდივნი განმარტავს, რას ითხოვს აშშ "ქართული ოცნებისგან".

შტატებში იმედოვნებენ, საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას ნახავენ იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ის დღეს იმყოფება - თქვა სახელმწიფო მდივანმა კონგრესში, ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უისლონის კითხვის საპასუხოდ.

თავის მხრივ  კონგრესმენმა უისლონმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" ხელს უწყობს ირანს სანქციებისგან გვერდის ავლაში.

ირანის მომხრე რეჟიმი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილი "ქართული ოცნების" მთავრობა, რომელიც არალეგიტიმურია, საფრთხეს უქმნის ამერიკის წვდომას. საქართველოში გაყალბებული არჩევნები ჩატარდა. ამის გათვალისწინებით, ისინი ხელს უწყობენ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს თეირანისთვის სანქციების გვერდის ავლაში. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმ სწრაფად მზარდი რადიკალიზაციის აღსაკვეთად, რომელსაც ქართული ოცნების მთავრობა უწყობს ხელს საქართველოში," - განაცხადა ჯო უილსონმა. 

მარკო რუბიომ თავის პასუხში დაადასტურა ინფორმაცია, რომ აშშ-სთან უკეთესი ურთიერთობის სურვილი „ქართულმა ოცნებამ“ გამოთქვა და კითხვაც დასვა, რა არის ამისთვის საჭირო.

სახელმწიფო მდივნმა თქვა, რომ საქართველოს ხელსიუფლებამ შტატებისგან პასუხი მიიღო. რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ "საქართველოსგან ქცევის შეცვლასაც იხილავენ".

მართალი ხართ, ყველაფერი, რაც ახლა ჩამოთვალეთ, ჩვენს მანამდე არსებულ შეშფოთებას წარმოადგენს. მას შემდეგ მათ გადადგეს გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება.
ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოეთხოვებათ. მივიღეთ გარკვეული პოზიტიური გამოხმაურებები და ამიტომ, ჩვენი იმედია, რომ შევძლებთ ტრაექტორიის ცვლილების დანახვას საქართველოს შემთხვევაში იმასთან შედარებით, სადაც ის დღეს იმყოფება.
ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ყველა ის საკითხი, რაც ახლა წარმოადგინეთ, ჩვენთვის მანამდე არსებულ პრობლემებს შეადგენს. მათ გვკითხეს, რა იქნება საჭირო ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის. ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, შევძლებთ ამ საფუძველზე დაყრდნობით მუშაობას და შესაძლოა შევცვალოთ ტრაექტორია — არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის, არამედ მათი ქცევისაც," - განაცხადა რუბიომ.