"ქართული ოცნების" დეპუტატები გლდანის ციხეში ექიმებს შეხვდებიან

18.11.21 13:19
"ქართული ოცნების" დეპუტატები გლდანის ციხეში ექიმებს შეხვდებიან

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის, ინფორმაციით, დღეს, კომიტეტის ფორმატში,  მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე დაგეგმილია პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან შეფასებითი ვიზიტი. ამის შესახებ სარჯველაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. 

იმ ფონზე, როცა გაჩნდა დამატებითი წყაროები ინფორმაციისთვის, დღეს გვაქვს დაგეგმილი კომიტეტის ფორმატში, რომ ვიზიტი გვქონდეს შესაბამის პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან ძირითადად შეფასებითი ვიზიტი და ესეც დაგვეხმარება, რომ ამ პეტციასთან მიმართებაში სწორი პოზიცია გვქონდეს ჩამოყალიბებული. 

არის, მიმდინარეობს საუბრები ოპოზიციის წარმომადგნლებთანაც, რომ ისინიც იყვნენ ჩართული პროცესებში და ველოდებით მათგან თანხმობას", - თქვა სარჯველაძემ.

პარლამენტის ბიურომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მიერ წარდგენილი პეტიცია გადასცა.  ხელმომწერები სააკაშვილის სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები