ცხადია, სალომე ზურაბიშვილს რიტორიკა აქვს შეცვლილი - ლევან ხაბეიშვილი
ოპოზიცია კი სალომე ზურაბიშვილისგან უფრო მკაფიო მოწოდებას და კრიტიკას ელოდებოდა. ხელისუფლების ოპონენეტები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მარტივად შეუძლია.
,,ენმ"-ს ერთ-ერთ ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, ვარაუდობს, რომ დასავლელი პარტნიორების კრიტიკული დამოკიდებულების გამო სალომე ზურაბიშვილმა რიტორიკა შეცვალა, თუმცა, თავის გამოსვლაში მან ,,ქართულ ოცნებას" მაშველი რგოლი მაინც გადაუგდო.
რიტორიკა ჰქონდა შეცვლილი და ალბათ, ეს უკავშირდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ მისი მისამართით გაკეთებულ შენიშვნებს. რამაც გამოიწვია ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ფაქტობრივად ევროპელების შემონათვალი გადასცა საქართველოს ხელისუფლებას და თქვა, რომ იმ სიველურეს, როგორც ექცევიან საქართველოს მესამე პრეზიდენტს, არანაირი გამართლება არა აქვს. თუმცა, მეორე ნაწილიც ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს, რაღაც ბლა-ბლა, რაც ქოცებისთვის მაშველი რგოლის გადაგდებას ემსახურებოდა.
საბოლოო ჯამში, ეს განცხადება ცხადად ასახავს, რომ რიტორიკა აქვთ შეცვლილი - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
,,რესპუბლიკური პარტიის" ლიდერს, ხათუნა სამნიძეს, მიაჩნია, რომ პრეზიდენტმა კრიზისული სიტუაციის განსამუხტად უფრო კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, რადგან მას ამის მანდატი გააჩნია.
გადასადგმელია უფრო ქმედითი და მკაცრი ნაბიჯები, როცა ვხედავთ, რომ შიმშილობა არ წყდება, ასეთ დროს მე ვფიქრობ, რომ კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი და კონკრეტული საკითხებია მოსათხოვი საქართველოს ხელისუფლებისგან, სალომე ზურაბიშვილს სათანადი მანდატი გააჩნია - აცხადებს ხათუნა სამნიძე.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ღირსება დაცული უნდა იყოს.