კობახიძე: პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რომ დღეს ყველა სამინისტრო სუფთა პრინციპით მუშაობს

04.06.26 13:00
კობახიძე: პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რომ დღეს ყველა სამინისტრო სუფთა პრინციპით მუშაობს

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უწყებებსა და სახელმწიფო საწარმოებში კორუფციის ფაქტები არ ფიქსირდება და ხელისუფლება ნებისმიერ დადასტურებულ დარღვევაზე მყისიერ რეაგირებას მოახდენს. მისი თქმით, სისტემა იმდენად არის გაწმენდილი და პროცედურები გაუმჯობესებული, რომ კორუფციასთან დაკავშირებული ერთი კონკრეტული ფაქტის წარმოდგენაც ვერ ხერხდება.

 

თუ ვინმე მოიტანს ერთ ფაქტსაც კი, რომელიც უკავშირდება სამინისტროების მოქმედ ხელმძღვანელობას, სახელმწიფო საწარმოების მოქმედ ხელმძღვანელობას და მათ მიერ ჩადენილ რაიმე კორუფციულ გადაცდომას, ერთ ფაქტსაც თუ მოიტანენ, ყველას გპირდებით, რომ რეაგირება იქნება მყისიერი. თუმცა ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ დღეს ყველა სამინისტრო, ყველა სახელმწიფო საწარმო მუშაობს აბსოლუტურად სუფთა პრინციპით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ზეპირად საუბრობენ რაღაც თემებთან დაკავშირებით, ერთი ფაქტი მოიტანონ ნებისმიერი უწყებიდან, ნებისმიერი სახელმწიფო საწარმოდან, კორუფციასთან დაკავშირებული და მყისიერი რეაგირება გვექნება. ჩვენ იმდენად გავასუფთავეთ სისტემა, გავწმინდეთ სისტემა, მათ შორის გაუმჯობესდა პროცედურები, რომ ვერავის მოაქვს ერთი ფაქტიც კი, რომელიც უკავშირდება კორუფცია, - ამბობს კობახიძე. 

 

მსგავსი სიახლეები