გეგელია "ოცნებას": "გემს მიხედეთ, ბატონებო, გემს!"
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებამ სრულად დაადასტურა, რომ ვაშინგტონი „ქართული ოცნებისგან“ ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელოდება. ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, რუბიოს გზავნილმა ნათელი გახადა ის მოთხოვნები, რომლებსაც ამერიკული მხარე "ოცნების" ხელისუფლებას უყენებს და რომელთა შესრულების გარეშე აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზება ვერ მოხდება.
გეგელიას განცხადებით, ბურთი ახლა „ქართული ოცნების“ მოედანზეა და სწორედ მან უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები.
რუბიოს განცხადებამ სრული სიზუსტით, ყველა დეტალის გახსნით, სიცხადე მოჰფინა მანამდე გაკეთებულ აშშ-ს საელჩოს განცხადებას და ამერიკული დელეგაციების მიერ, ქართული ხელისუფლებისთვის ნათქვამ კონკრეტულ მოთხოვნებს!
ეს არის მკაფიო დასტური იმისა, რასაც "ძლიერი საქართველო" ამბობს სისტემატიურად ბოლო თვეების განმავლოანში - არავითარი ურთიერთობების გადატვირთვა არ მოხდება რეჟიმის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების გარეშე
ამერიკა რეჟიმს აძლევს დადებითი ურატიერთობების შანსს, მაგრან ამ შესაშლებლობას გააჩნია კონკრეტული ფასი
რუბიოს და ამერიკული მხარის წინადადებეი არის მარტივად გასაგები და ნათელი: პირადად მე და "ლელოს" გუნდმა საზოგადოებას არაერთხელ გავაცანით ის, თუ რა არის ეს ფასი: ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა, შუა დერეფნის და ანაკლიის პორტის განვითარება, ჩინეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების შემცირება, ირანთან რევერანსების შეწყვეტა, ადექვატური პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს უზრუნველყოფა რაც კრიტიჯულად მნიშვნეოვანია სტაბილური, ფუნქციონირებასი პოლიტიკური ინსტიტუტების საარსებოდ რომელშიც მონაწილეობას შეძლებს თავისუფალი აეჩევნების შედეგას გამორჩეული დემოკრატიული ოპოზიციური ჯგუფები
ეს არის ის მკაფიო ნუსხა საკითხებისა, რონელზე მოქმედების გარეშეც არ მოხდება არავითარი სტაბილოზაცია
ბურთი არის ქოცების მეოდანზე, მაგრამ ქოცები არიან რუსები, რომლებიც ღალატობენ საქართვლოს ერვნულ ინტერესს
საამწუხაროდ პროპაგანდა, პრემიერად წოდებული კობახიძე და რიგი ოპოზიციონერები უაზროდ ავითარებენ სიების აღდგენის თეორიას, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას აშშ-ს რეალური მოთხოვნების გადასაფარად სჭირდება!!! თუმცა აშშ-ს მოთხოვნებს ვერ გადაფარავენ პრიმიტიული პროპაგანდით
- არჩევნები! პოლიტპატიმრების გათავისუფლება! ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა! შუა დერეფნის და ანაკლიის პორტის განვითარება! ჩინეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების შემცირება! ირანთან მეგობრობის შეწყვეტა! ადექვატური პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს უზრუნველყოფა! - ეს არის გამოსავალი - სხვა ყველაფერი ბელეტრისტიკაა!!! გემს მიხედეთ ბატონებო, გემს!, - განაცხადა გეგელიამ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განხადებით, იმედოვნებენ, რომ იხილავენ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ის დღეს იმყოფება. მარკო რუბიოს განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკულ მხარეს ჰკითხა, თუ რა არის საჭირო უკეთესი ურთიერთობისთვის, რაზეც აშშ-სგან პასუხი მიიღეს. რუბიო იმედოვნებს, რომ საქართველოსგან ქცევის შეცვლასაც იხილავენ.