მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა
17:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა.
არის მოლოდინი რომ მთავრობის მეთაური დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებთან გამართული შეხვედრის შედეგებზე ისაუბრებს.
ცნობისთვის ამ წუთებში დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები სწორედ ირაკლი კობახიძეს ხვდებიან. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.
როგორც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები ამბობენ, იმედი აქვთ, რომ შეთანხმებას მიაღწევენ და ბავშვები წამალს მიიღებენ.
მსგავსი სიახლეები
04.06.26 17:17
ექს დეპუტატი, რომელმაც 33 სართულიანი კორპუსების შენების უფლება მიიღო, "ვერ იხსენებს", რამდენი ათასი ლარით დააფინანსა "ოცნება"
უკავშირდება თუ არა ბათუმში მიღებული სამშენებლო ნებართვები და სახელმწიფო მიწების გადაცემა მის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ განხორციელებულ შემოწირულობებს.