ნებისმიერი ადამიანის უფლებას, მითუმეტეს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის, სახელმწიფო უნდა იცავდეს - პაატა შევარდნაძე
საქართველოს მეორე პრეზიდენტის პაატა შევარდნაძის შვილი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნას ეხმაურება. პაატა შევარდნაძემ "ტვ პირველთან" განაცხადა, რომ სააკაშვილის, როგორც არჩეული პრეზიდენტის უფლებები დაცული უნდა იყოს.
ნებისმიერი ადამიანის უფლებას, უპირველეს ყოვლისა პატიმრის უფლებას, განსაკუთრებით მაშინ თუ ის ოდესღაც ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი გახლდათ, სახელმწიფო უნდა იცავდეს.
ეს პრინციპი არავის შეუცვლია და ნებისმიერ ქვეყანას ერთნაირად ეხება", - აცხადებს პაატა შევარდნაძე.