კობახიძე ამტკიცებს, რომ მოლდოვა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზადაა "სუვერენიტეტიც კი დათმოს"
ორ კვირაში ევროკავშირი მოლდოვასთან და უკრაინასთან მოლაპარაკებების კლასტერს გახსნის - ახლა ყველა ლუქსემბურგში დაგეგმილი მინისტერიალის შედეგებს ელოდება. სად არის ამ დროს საქართველო? - ეს კითხვა დღეს ირაკლი კობახიძეს დაუსვეს.
პრემიერი კვლავ ევროკავშირის მხრიდან შანტაჟზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ მოლდოვა სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას.
მეტიც, კობახიძე დღეს ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას.
ეს არის იმ შანტაჟის გაგრძელება, რომელიც დაიწყეს 2022 წლის მარტიდან, ეს შანტაჟი გრძელდება, სამარცხვინო და უსამართლო მიდგომაა ქართველი ხალხის მიმართ. თქვენ იცით, რამდენად უსწრებს წინ საქართველო ყველა პარამეტრით როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას. დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის, სოციალური პოლიტიკის კუთხით, ყველა მიმართულებით ვართ აბსოლუტური ლიდერი ამ ქვეყნებს შორის, თუმცა მიდგომა არის უსამართლო. ვნახოთ, ერთ დღეს, შეიძლება, ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტოს უსამართლო მიდგომის შეცვლა სამართლიანი მიდგომით, ეს არის მათი გადასაწყვეტი. ჩვენ მივეჩვიეთ 35 წლის განმავლობაში, რომ სიმშვიდით და მოთმინებით უნდა შევხედოთ პროცესებს და სწორედ ამის ხარჯზე ვახერხებთ მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით შენარჩუნებას, რაც ვერ მოხერხდა, მაგალითად, უკრაინასა და მოლდოვაში. იცით, რა მდგომარეობაშია უკრაინა, ეს ცალკე თემაა და მოლდოვა არანაკლებ მძიმე მდგომარეობაშია.
მოლდოვის ვიცე-პრემიერმა თქვა, რომ ასე გაწევრიანებას თუ ვერ მოახერხებენ, შეუერთდებიან პირდაპირ რუმინეთს, როგორც ერთობლივ სახელმწიფოს. ასეთი გაერთიანება რა ფასისაა, თქვენ შეგიძლიათ, თავად იმსჯელოთ. მოლდოვა თავად აყენებს ეჭვქვეშ საკუთარი გაწევრიანების პერსპექტივას და ამბობენ, რომ ამ პერსპექტივას რადგან მკაფიოდ ვერ ხედავენ, შეიძლება, იფიქრონ რუმინეთთან გაერთიანებაზე, რაც ნიშნავს სახელმწიფო სუვერენიტეტის დათმობას. ეს განაცხადა თავის დროზე პრეზიდენტმა, ახლა აცხადებს ვიცე-პრემიერი. თან შეგახსენებთ, რომ ეს არის ის ქვეყანა, სადაც მცხოვრები მოსახლეობის, ამომრჩევლის მხოლოდ 45% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას. მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას და ამ ფონზე მოლდოვის ხელისუფლება აცხადებს, რომ ოღონდ გახდნენ ევროკავშირის წევრები და მზად არიან, დათმონ სუვერენიტეტიც კი. რა სამარცხვინო მდგომარეობაა შექმნილი ამ თვალსაზრისით, თქვენც ძალიან კარგად შეგიძლიათ, შეაფასოთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მოლაპარაკებების კლასტერის გახსნა უკრაინასთან და მოლდოვასთან ნიშნავს იმას, რომ ამის შემდეგ ორივე ქვეყანა სამ-სამი მილიარდის ევროს ოდენობის კონტრიბუციას მიიღებენ ევროკავშირისგან. ეს ნიშნავს უფრო მეტ ევროპულ პროექტებს და უფრო მე ევროპულ ინვესტიციას.
მსგავსი სიახლეები
ექს დეპუტატი, რომელმაც 33 სართულიანი კორპუსების შენების უფლება მიიღო, "ვერ იხსენებს", რამდენი ათასი ლარით დააფინანსა "ოცნება"
უკავშირდება თუ არა ბათუმში მიღებული სამშენებლო ნებართვები და სახელმწიფო მიწების გადაცემა მის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ განხორციელებულ შემოწირულობებს.