ექს დეპუტატი, რომელმაც 33 სართულიანი კორპუსების შენების უფლება მიიღო, "ვერ იხსენებს", რამდენი ათასი ლარით დააფინანსა "ოცნება"

04.06.26 17:17
ექს დეპუტატი, რომელმაც 33 სართულიანი კორპუსების შენების უფლება მიიღო, "ვერ იხსენებს", რამდენი ათასი ლარით დააფინანსა "ოცნება"

 

 

ექს დეპუტატი, რომელმაც 33 სართულიანი კორპუსების შენების უფლება მიიღო, ვერ იხსენებს, რამდენით ათასი ლარით დააფინანსა "ოცნება".

„პირველებმა“ ყოფილ დეპუტატ იაშა შერვაშიძეს ჰკითხა, უკავშირდება თუ არა ბათუმში მიღებული სამშენებლო ნებართვები და სახელმწიფო მიწების გადაცემა მის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ განხორციელებულ შემოწირულობებს. შერვაშიძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ არც შემოწირული თანხის ოდენობა ახსოვს.

არ მახსოვს... არ მახსოვს..., - ამბობს სატელეფონო საუბარში იაშა შერვაშიძე. 

კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, შერვაშიძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას ჯამში 345 000 ლარი შესწირეს, იმავე პერიოდში კი მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ბათუმში სახელმწიფო მიწის ნაკვეთები უკონკურენტოდ მიიღეს და მსხვილი სამშენებლო პროექტები დაიწყეს.

მსგავსი სიახლეები