ბუჩუკური: რუსეთი 3+3 ფორმატის ექსპერტულ შეხვედრას აანონსებს - საგარეო ისევ დაიმალება?
„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი, ანა ბუჩუკური "ოცნების" ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, 5 ივნისს „3+3“ ფორმატის პირველი ექსპერტული შეხვედრა გაიმართება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს საქართველოს პოზიცია აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობის საკითხზე.
„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ ხვალ, 5 ივნისს 3+3 ფორმატის პირველი ექსპერტული შეხვედრა გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისევ დაიმალება, თუ რამეს გვეტყვის საქართველოს მოქალაქეებს?!“, - წერს ანა ბუჩუკური.