“ქართულმა ოცნება“ თავისი პოლიტიკის ტყვეობაშია - დიმიტრი ცქიტიშვილი

04.06.26 18:22
 “ქართულმა ოცნება“ თავისი პოლიტიკის ტყვეობაშია - დიმიტრი ცქიტიშვილი

პოლიტიკოსი, დიმიტრი ცქიტიშვილი ეჭვობს, რომ ამერიკის შეერტებულ შტატებთან ურთიერთობაში “ქართული ოცნება“ არანაირი ცვლილებების განხორციელებას არ აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ ისინი საკუთარი პოლიტიკის ტყვეობაში არიან.

ცქიტიშვილის თქმით, მმართველი გუნდი რუსეთთან და ირანთან აღებულ ვალდებულებებს მარტივად უკან ვერ წაიღებს და ამის უფლებას არცვ მისცემენ. 

არ ვიცი, მათთვის ჩიხურ მდგომარეობაში როგორ მოიქცევიან, - ამბობს ცქიტიშვილი.

ელოდებიან ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ქვეყანაში დასტაბილურდეს სიტუაცია, დაუბრუნდეს თავის გეოპოლიტიკური ორიენტირს, გაასწოროს და დაბრუნდეს ძველ კალაპოტში, და შიდა დემოკრატიული პროცესები დაარეგულიროს. მე ეჭვი მეპარება, რამე თვისობრივი ცვლილება განახორციელოს “ქართულმა ოცნებამ“, რადგან ის თავისი პოლიტიკის ტყვეობაშია. მას რა ვალდებულებებიც ჰქონდა აღებული რუსეთთან და ირანთან, ამ ვალდებულებების ასე მარტივად უკან წაღება, ალბათ, ამის უფლებას არ მისცემენ. ამიტომაც, არ ვიცი, მათთვის ჩიხურ მდგომარეობაში როგორ მოიქცევიან, - ამბობს ცქიტიშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, იმედოვნებენ, რომ იხილავენ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ის დღეს იმყოფება. მარკო რუბიოს განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკულ მხარეს ჰკითხა, თუ რა არის საჭირო უკეთესი ურთიერთობისთვის, რაზეც აშშ-სგან პასუხი მიიღეს. რუბიო იმედოვნებს, რომ საქართველოსგან ქცევის შეცვლასაც იხილავენ. 

მსგავსი სიახლეები