სასჯელი სიტყვის გამო - ბაჩო ახალაია ხსნის, "რატომ ეშინია ივანიშვილს?"
თავდაცვის ყოფილი მინისტრი განსასჯელის სკამიდან დღეს მოსამართლეს უხსნიდა, რატომ აღძრეს მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე და რატომ გახადა ივანიშვილმა დანაშაულად ტერმინ "დამხობის" გამოყენება. ბაჩო ახალაია დარწმუნებულია, რომ ხალხის "ქართული ოცნების" დამფუძნებელს ყველაზე მეტად "დამხობის" ეშინია.
ახალიას განცხადების ფრაგმენტი სხდომათა დარბაზიდან ტელეგრამ არხზე გავრცელდა. დაპატიმრებული ყოფილი ძალოვანი დარწმუნებულია, რომ ერთადერთი გზა, რითაც ქვეყანამ შესაძლოა დიქტატურას თავი აარიდოს "რეჟიმის დამხობაა".
ივანიშვილის გუნდი ადამიანების ღირსებაზე ძალადობს - ეს სიტყვები უთხრა მოსამართლეს დღეს ახალიაამ. კაცი, ვისაც საკუთარი მოსაზრების გამო ახლა 3 წლით ციხეში უშვებენ, ამბობს რომ ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს, გაუქმებულია არჩევნები და ხალხი კარგად ხვდება, რომ ივანიშვილი თავისით არ წავა.
ახალაიამ დღესაც ის სიტყვები რამდენჯერმე გაიმარა სხომათა დარბაზში, რა სიტვებისთვისაც ახალი ბრალი წაუყენს. პროკურატურა ირწმუნება რომ ბრალდებულის სიტყვები დანაშაულის შემცველია. ადვოკატი კი ამბობს, რომ მოსაზრების გამოთქმა არ შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს.