5 ივნისს სანქტ-პეტერბურგში "3+3 ფორმატის" პირველი საექსპერტო შეხვედრა გაიმართება

04.06.26 18:56
5 ივნისს სანქტ-პეტერბურგში "3+3 ფორმატის" პირველი საექსპერტო შეხვედრა გაიმართება

5 ივნისს სანქტ-პეტერბურგში 3+3 ფორმატის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი და ირანი) პირველი საექსპერტო შეხვედრა გაიმართება, რომელშიც  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიიღებს მონაწილოებას.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

“5 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი მონაწილეობას მიიღებს 3+3 რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმის - აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, პლუს რუსეთი, ირანი და თურქეთი - პირველ საექსპერტო შეხვედრაში სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე”, - განაცხადა ზახაროვამ.

  •  3+3 ექვსმხრივი პლატფორმაა, რომელიც ორი "სამეულის" შეხვედრას გულისხმობს. მასში შედიან რუსეთი, ირანი, თურქეთი და აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო. ფორმატის დაარსებიდან, 2021 წლიდან საქართველოს მასში მონაწილეობა ჯერჯერობით არ მიუღია.