პრეზიდენტს ასე არ უნდა მიათრევდნენ ციხეში, ის წარმოადგენს ქვეყნის სახეს - გიორგი სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის ძმა გიორგი სააკაშვილი ამბობს, რომ პენიტენციურის მიერ მესამე პრეზიდენტზე ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელება შეცდომა იყო. გიორგი სააკაშვილმა ამის შესახებ "ტვ პირველის" "დღის ამბების" ეთერში ისაუბრა.
ხელისუფლება ყოველთვის იტყვის, რომ აუცილებლობას არ წარმოადგენს, მკურნალობა ჩაუტარდეს გლდანის ციხეში. რასაც ოჯახი რა თქმა უნდა არ ვეთანხმებით. გაჩნდა ნაპერწკალი, რომ თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან, რომ მოხდეს ზეწოლა და მიშას გადაყვანა კერძო კლინიკაში და ჯანმრთელობას მიეხედოს პირველ რიგში.
ესე არ უნდა ექცეოდნენ პრეზიდენტს, ესე არ უნდა მიათრევდნენ ციხეში, პრეზიდენტი წარმოადგენს ქვეყნის სახეს,ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო ჩემი აზრით ამ კადრების გავრცელება", - ამბობს გიორგი სააკაშვილი.