არ ვიცით, როდის დადგება ფატალური შედეგი - ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე
პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე გუშინ. სახალხო დამცველის საგანგაშო დასკვნა კი კიდევ ერთი დასტურია იმის, რასაც მთელი კვირეებია პირადი ექიმი, ადვოკატები, პრეზიდინდეტის თანაგუნდელები და მედიკოსები ამბოდნენ.
შიმშილობის 49-ე დღე - საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოთახად გადაკეთებულ საკანში ერთი ექიმისა და ერთადერთი მედიკამენტის ამარაა დარჩენილი. მასთან ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ადვოკატი. შეხვედრიდან გამოსულმა დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი პატივისცემას გამოხატავს სახალხო დამცველისა და მისი ეგიდით შექმნილი სამედიცინო კომისიის წევრების მიმართ.
მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად. მისი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. როდის დადგება ფატალური შედეგი, ჩვენთვის უცნობია.
ჩვენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გუშინ მოვისმინეთ საკმაოდ კვალიფიციური შეფასება. მიხეილ სააკაშვილი არის შთაბეჭდილების ქვეშ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექსპერტების ჯგუფის კეთილსინდისიერებით და კომპეტენციით. ასეცე სახალხო დამცველის მიმართ - განაცხადფა დიტო საძაგლიშვილმა.