პაპუაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანა მოსახლეობასა და ბავშვებზე ზრუნვაა
შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ბავშვებზე ზრუნვა "ოცნების" პრიორიტეტია. ამის შსახებ მან მედიასთან ისაუბრა. საქმე დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისთვის წამლის შემოტანის საკითხს ეხება.
ამასთან, "ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია აღნიშნულ საკითხს საკუთარი დღის წესრიგისთვის იყენებს.
ჩვენთვის მთავარია, რომ მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზეც და ამ ინტერესზე. რაც შეეხება სხვა ჯგუფებს - ყველამ ვიცით, რომ გვყავს რადიკალების ჯგუფი, რომლისთვისაც თემას მნიშვნელობა არ აქვს, შეუძლიათ, ყველაფერი მათი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენონ. მორალი მათთვის არ მოქმედებს. ისინი სიკეთესაც კი ზიზღით აკეთებენ. ასე რომ, აქ არაფერი გასაკვირი და სიურპრიზი ჩვენთვის არ არის. ჩვენთვის მთავარია, საქართველოს მოსახლეობამ, მშობლებმა და მათმა შვილებმა იცოდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის რომ ის ზრუნვით იყოს განწყობილი საკუთარი მოსახლეობის მიმართ და ყველაფერი გააკეთოს, რაც შესაძლებელია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
"ოცნების" გადაწყვეტილებით, დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამანტების უზრუნველყოფის საკითხებზე საგანგებო სამუშაო ჯგუფი იქნება - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მშობლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მოზარდებისთვის კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით.
- ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები 2 თვეა თვეა თბილისში, კანცელარიასთან უწყვეტ აქციას მართავდნენ და შვილებისთვის წამალს ითხოვდნენ.
- საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით 100-მდე ბავშვია აღრიცხული. ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს იწვევს. მშობლები ერთი წელია ქვეყანაში ამ მომაკვდინებელი დაავადების სამკურნალო პრეპარატის შემოტანას უშედეგოდ ითხოვენ.
მსგავსი სიახლეები
„კონკრეტული ნაბიჯების გარეშე აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზება არ იქნება“ — ოპოზიცია NDAA-ის შესწორებებზე
აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში საქართველოსთან დაკავშირებული ორი შესწორების დამტკიცებას ოპოზიცია და ექსპერტები ვაშინგტონის მკაფიო გზავნილად აფასებენ.