"ჯიბეში შეინახე ეგ შენი პატივისცემა... მოგიწოდებთ, აღარასდროს აღარ გაიცინოთ" - ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

05.06.26 15:56
"ჯიბეში შეინახე ეგ შენი პატივისცემა... მოგიწოდებთ, აღარასდროს აღარ გაიცინოთ" - ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

ხმაური და დაპირსპირება იყო საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე. “გიორგი გახარიას“ პარტიის წევრი, ცდილობდა იუსტიციის მინისტრის მოადგილისგან გაეგო - რას აკეთებს “ოცნება“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისთვის, თუმცა, სოფო ხორგუანმა ეს კითხვა პრაქტიკულად ვერ დასვა, რადგან “ოცნების“ დეპუტატები საუბარს აწყვეტინებდნენ და ირონიული რეპლიკებით ცდილობდნენ ოპონენტის გაჩუმებას.

ძალიან საინტერესო იყო ბატონი ალუდა ღუდუშაურის თავის მოწონება იმით, რომ სასამართლოსადმი ნდობა გაიზარდა, მე არ ვიცი, როდის დაინტერესდით ბოლოს სტატისტიკით, მაგალითად, სასამართლოს საქმეები რა სისწრაფით მიდი ახლა დასასრულამდე... - ამ სიტყვებით მიმართა ხორგუანმა ღუდუშაურს, რაზედაც მან პასუხის გაცემა სცადა, თუმცა ოპონენტი ცდილობდა, მისი სიტყვები შეესწორებინა.

ჯიბეში შეინახე ეგ შემი პატივისცემა, ნუ მაწყვეტინებ - ამ სიტყვებს იმეორებდა ღუდუშაური, რომელსაც შემდეგ თანაგუნდელმა, დავით მათიკაშვილმაც გამოუცხადა მხარდაჭერა და ხორგუანს მიმართა:

“არ გაიცინოთ, არ ილაპარაკოთ, თუ სუნთქვას დაგვაცდით კარგი იქნება, იქნებ სხვა რამეზე ვიცინი.“

მის სიტყვებს ასევე ირონიულად აჰყვა ბექა გორდულაძე და მოუწოდა მათიკაშვილს, “ცხოვრებაში აღარასდროს გაეცინა“

ამის შემდეგ ღუდუშაურმა კვლავ სცადა სიტყვის გაგრძელება, თუმცა, ხორგუანმა ტონი დაუწუნა და სიტყვა შეაწყვეტინა.

მე არ დავესწრები სხდომას, როდესაც ასეთი დამოკიდებულება გაქვთ, მე თქვენობით გელაპარაკევბით, არასოდეს მიკადრებია იმაზე მეტი, რაც შეიძლება აკადრო ადამიანს,- თქვა ხორგუანმა.

აგერ არის ცივი წყალი,  ხელმარჯვნივ , შეგიძლიათ მიირთვათ, - მიმართა ღუდუშაურმა.

რაც შეეხება თავად ხორგუანის კითხვას - გახარიას გუნდის წევრს აინტერესებდა, მაშინ როცა “ოცნება“ გამუდმებით საუბრობდა წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, დღემდე, ხელისუფლებაში ყოფნის 14 წლის თავზე, რატომ არ არის ძალიან ბევრი საქმე აღსრულებული.

როგორ დაგეხმაროთ ჩვენ, კანონმდებლები თქვენ, აღმასრულებლებს, რომ ეს პრობლემა არ იყოს და იმ ადამიანებს, ვინც იმ რეჟიმის დროს დაზარალდა, 14 წლის შემდეგ მაინც აღვუდგინოთ ის უფლება, რომელიც მას შეუწყვიტეს, - მიმართა ხორგუანმა გორდულაძეს.

არ მგონია, გახარიელები ვინმეს რამეში დაეხმარნენ- უპასუხა გორდულაძემ, რის შემდეგაც ხორგუანმა ის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. 

დიახ, მიკერძოებული ვარ, პოლიტიკურ გუნდს როდესაც წარმოადგენს ადამიანი, სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობას როდესაც იკავებს, იგი არის მიკერძოებული, - თქვა მან.

ბოლოს ვითარება იმდენად უკონტროლო გახადა, რომ არჩილ გოდულაძეს მოუწია იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე შესვენება გამოეცხადებინა.

შეგახსენებთ, რომ სხდომაზე დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს უსმენდნენ.