იოზვიაკი: EU მომავალ კვირას საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს - განიხილება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება

05.06.26 16:06
იოზვიაკი: EU მომავალ კვირას საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს - განიხილება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით,  ევროკავშირი მომავალ კვირას, 11 ივნისს, ვიზების საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც განიხილება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება“, - წერს იოზვიაკი.

მისი ინფორმაციით, ევროკომისია დეკემბერში წარადგენს ყოველწლიურ ანგარიშს ვიზების შესახებ, იანვარში კი წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.