უნგრეთმა საქართველოს და კიდევ 2 ქვეყნის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა

05.06.26 16:25
უნგრეთმა საქართველოს და კიდევ 2 ქვეყნის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა

უნგრეთმა საქართველოს, სომხეთისა და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა.

ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერმა, ვანდა შონდიმ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უნგრეთის მთავრობა მოწვეული უცხოელი მუშაკებისთვის დასაქმების შესაძლებლობების შეზღუდვას გეგმავს, რადგან მათ ადგილობრივი მოსახლეობის ხელფასებზე "დამთრგუნველ გავლენა აქვთ".

მთავრობა რეფორმებს დაგეგმილი გრძელვადიანი გადაწყვეტის პირველ ნაბიჯად მიიჩნევს.

მანამდე, პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის პარტია “ტიზამ“ განაცხადა, რომ ივნისიდან შეწყდება სამუშა ვიზების გაცემა მოქალაქეებზე, რომლებიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან არიან.