პრობლემების აღიარება და ბოდიში ხალხს - რას ამბობს ინფრასტრუქტურის მინისტრი?

05.06.26 18:48
პრობლემების აღიარება და ბოდიში ხალხს - რას ამბობს ინფრასტრუქტურის მინისტრი?

ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე აღიარებს, რომ გურიაში გზების მშენებლობის მიმართულებით პრობლემებია. 

მისი თქმით, ყოველთვის, როდესაც მოსახლეობას ხვდება, გულწრფელ ბოდიშს იხდის, რადგან "ადამიანები ვართ და არ არის სასიამოვნო, 1 წელიც რომ არის გადათხრილი გზა". 

რევაზ სოხაძე აღნიშნავს, რომ ნინოშვილი-ლესას მიმართულებაზე კნტრაქტორს ვადა ჯერ კიდევ აქვს, თუმცა ის დათქმულ დროში, სავარაუდოდ, ვერ ჩაეტევა, რაზეც სამინისტროს მკაცრი პოზიცია ექნება. 

ის, რომ ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებით არის პრობლემები, ამაზე საუბარი პირველად ჩენ დავიწყეთ. გურიაშიც გვაქვს გამოწვევები და პრობლემები და მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლების სიძლიერე ზუსტად ის არის, როდესაც პრობლემებზე აქვს ადეკვატური რეაგირება. 

რაც შეეხება ჩოხატაურის მიმართულებას, აქ კონტრაქტორს აქვს დარღვევები, ის ნოემბრის შემდგომ არის ჯარიმაზე, ასე ვთქვათ, მის მიერ არის გატარებული სანქციები, დეპარტამენტი უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას ამ კონკრეტულ კონტრაქტორთან დაკავშირებით. 

მეორე მიმართულებას რაც შეეხება, ნინოშვილი-ლესას მიმართულებას, აქ ვადა აქვს კონტრაქტორს, მაგრამ დღესვე შეგვიძლია ვთქვათ ჩვენი შეფასებით, ის ვერ ჩაეტევა ვადაში და ექნება დარღვევა. ამასთან დაკავშირებითაც, დეპარტამენტის და სამინისტროს პოზიცია იქნება ძალიან მკაცრი.

ყოველთვის, როდესაც ესეთ ადგილას მიწევს ჩასვლა, ან მოსახლეობასთან შეხვედრა, გულწრფელ ბოდიშს ვიხდი ხოლმე იმიტომ, რომ გასაგებია აბსოლუტურად, ყველანი ადამიანები ვართ და არ არის სასიამოვნო, თუმცა ეს ორი პროექტი, რომელიც ახლა დავიწყეთ, 4 წელზე არ არის საუბარი, დაახლოებით 2 წლის წინ გაფორმებული კონტრაქტებია. მე გეთანხმებით, 2 წელიც ბევრია, 1 წელიც რომ არის გადათხრილი ძალიან არასასიამოვნოა.

მე ხშირად გადავაადგილდები, როდესაც კონტრაქტორებმა არ იციან და ობიექტებზე მივდივარ იმ დროს, როდესაც მათთვის ცნობილი არ არის და ძალიან კარგად ვხედავ, ობიექტურად, ეს კონტრაქტორი რეალურად მუშაობს, თუ დასანახად," - განაცხადა რევაზ სოხაძემ. 

ინფრასტრუქტურის მინისტრი აღიარებს, რომ პრობლემები არის ბაღებისა და სკოლების მშენებლობაზეც და ამბობს, რომ მუშაობენ, რათა სამშენებლო პროცესები მალე განახლდეს. 

ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა არის გამოწვევები და პრობლემები, ჩენ დავიწყეთ პირველად ზუსტად ამაზე საუბარი და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს შეფერხება რაც იყო, რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას და სამშენებლო პროცესები ძალიან მალე განახლდეს. 

ბატონ ირაკლი ზარქუასთან დაკავშირებით, მან თავად გასცა ამეებს პასუხი და მე მგონი, ამომწურავად და უსაფუძვლო იყო აბსოლუტურად ის ბრალდება, რომელიც იყო. დღეს, მგონი, ნათელია კორუფციასთან მიმართებაში რა დამოკიდებულება გვაქვს და რა ქმედითი ნაბიჯებიც გადაიდგმება. ამ მიმართულებით კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს," - თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები