სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვების სერია მიმდინარეობს
გამოკითხვების სერია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმეზე გამომძიებლები გლდანის და რუსთავის ციხის თანამშრომლებს ერთი მეორის მიყოლებით იბარებენ. გამოძიეამ უნდა დადგინდეს, რა პირობებში იყო მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში და რა მიზეზით არ შეუშვეს კონსილიუმის წევრები პენიტენციურ დაწესებულებაში იმ დღეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ეტაპირება იგეგმებოდა.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, დასრულდა გლდანის ციხის თანამშრომლის გამოკითხვა და 2 საათია, რაც ჰკითხავენ რუსთავის მე-12-ე დაწესებულების თანამშრომელს.
გლდანის ციხის თანამშრომელის განმარტებით, მას არ უნახავს, როგორ გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი მე-18-ე დაწესებულებაში. გამომძიებლის კითხვები კი უკავშირდებოდა გლდანის ციხეში არსებულ ვითარებას.
როგორც ,,ტვ პირველისთვის" ცნობილი გახდა, გამოკითხვაზე დაბარებული არიან ექიმი ზურაბ ფაღავა, კონსილიუმის წევრი, გლდანის ციხის 5 თანამშრომელი, ასევე, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეც. არ არის გამორიცხული, გამოძიება დაინტერესდეს იმ თანამშრომლებითაც, ვინც მიხეილ სააკაშვილის რუსთავის გლდანის ციხეში გადაყვანაში მონაწილეობდა.