კრემლის კომპლიმენტები „ქართულ ოცნებას“ — რას ამბობს ოპოზიცია

05.06.26 20:49
კრემლის კომპლიმენტები „ქართულ ოცნებას“ — რას ამბობს ოპოზიცია

 

 

მარია ზახაროვას შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ კრემლიდან უკვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც აქებს. თუმცა, კომპლიმენტებთან ერთად მოსკოვიდან გაფრთხილებაც გაისმა — ლავროვის განცხადებით, თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების გზას აირჩევს, შესაძლოა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები გართულდეს და ქვეყანამ რუსი ტურისტების ნაკადიც დაკარგოს.

მსგავსი სცენარი უკვე გამოსცადა სომხეთმა. მას შემდეგ, რაც ერევანმა დასავლეთთან დაახლოების პოლიტიკა გაააქტიურა, რუსეთმა სომხური სოფლის მეურნეობის პროდუქციის, მათ შორის წიწაკისა და მარწყვის, იმპორტზე შეზღუდვები დააწესა. სანაცვლოდ, სომხეთმა ევროკავშირისგან 50 მილიონი ევროს ოდენობის საგანგებო დახმარება მიიღო. ოფიციალური ერევნის გზავნილი იყო, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი ეკონომიკურ ზეწოლაზე არ იცვლება.

ლავროვის განცხადებებს "ოცნების" ხელისუფლების მხრიდან მკვეთრი პასუხი არ მოჰყოლია. კრიტიკოსების შეფასებით, ივანიშვილის გუნდი განსაკუთრებით აქტიურია მაშინ, როდესაც საქმე ევროკავშირის კრიტიკას ეხება, თუმცა რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებების შეფასებისგან თავს იკავებს.

აქამდე „ქართულ ოცნებას“ დადებით შეფასებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აძლევდა, ახლა კი მსგავსი გზავნილები უკვე სერგეი ლავროვისგანაც ისმის. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს გასაკვირი არ არის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილის პარტია უარს ამბობს პარლამენტში მიიღოს რეზოლუცია, რომელიც დაგმობს რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას, ასევე იმ გადაწყვეტილებებსა და შეთანხმებებს, რომლებსაც მოსკოვი საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები