"შეიძლება, მიკერძოებულები იყვნენ" - მდინარაძე ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფზე
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, თანაპარტიელების საერთო რიტორიკას შეუერთდა და სახალხო დამცველი და ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი მიკერძოებაში დაადანაშაულა.
თუ ისე განვითარდა მოვლენები, როგორც ცუდ სცენარშიც ჩვენ ყველას ერთად წარმოგვიდგენია და დავუშვათ მართლა, რეალურად გახდა საჭიროება მისი სადღაც გადაყვანის, ობიექტური ოღონდ, მოგონილი კი არა, და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ასეთი ობიექტური გარემოება თურმე არ არსებობდა და რაღაც ფეიკ დასკვნის საფუძველზე იყო, მაშინ, ამ ფეიკ დასკვნის ავტორებს, გინდაც კონკრეტულ, გინდაც ზოგადად რომ ვიმსჯელოთ, დაეკისრებათ თუ არა გარკვეული პასუხისმგებლობა?! ეს კონსილიუმი იმიტომ შეიქმნა, რომ ჩვენ კითხვებზე პასუხი გაცემულიყო, მაგრამ პასუხები ვერ მივიღეთ მთავარ კითხვებზე, შეგვიძლია, გამოვთქვათ მხოლოდ ვარაუდი, რომ ეს ადამიანები შესაძლებელია, იყვნენ მიკერძოებულები", - თქვა მამუკა მდინარაძემ.