"ივანიშვილის მაინინგის საწარმოები მოიხმარენ იმაზე მეტ დენს, ვიდრე თბილისი იყენებს 1 წელში" - ნათელაშვილი

05.06.26 22:13
"ივანიშვილის მაინინგის საწარმოები მოიხმარენ იმაზე მეტ დენს, ვიდრე თბილისი იყენებს 1 წელში" - ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მაინინგის საწარმო იმაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე მთელი თბილისი ერთი წლის განმავლობაში. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი მაინინგიდან მილიარდებს იღებს. ხოლო მათი მუშაობისთვის გაძვირებულ დენის გადასახადს ყველა ოჯახი იხდის. 

მე უფრო მსმენია ივანიშვილის მაინერები გლდანში, სადაც მიტინგი მაქვს მოწყობილი 10 წლის წინ, საიდანაც მილიარდები ეყრება თავზე ბიძინა ივანიშვილს, გორში ჰქონდა მაინინგების ქარხანა და მისი მაინინგის საწარმოები მოიხმარენ იმაზე მეტ დენს, ვიდრე თბილისი იყენებს წლის განმავლობაში. ტარიფში იდება მისი მაინინგების ფასიც, ყოველი ოჯახი იხდის. გარდა ამისა, თავხედობის მასშტაბმა, კრიმინალიტეტის კონდიციამ იქამდე მიაღწია, რომ საკუთარი მაინინგის კომბინატისთვის, 11 თეთრი დააწესა 15 წელია დენის გადასახადი და ჩვენ 35-ზე აგვიყვანა," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

იხილეთ ასევე: