ოპოზიციური პარტიები სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას პასუხობენ
ვინ რა გზას აირჩევს "ოცნების" დასამარცხებლად? - ოპოზიციური პარტიები სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას პასუხობენ.
არის თუ არა შესაძლებელი ძალების კონსოლიდაცია ერთობის გარშემო? - "ძლიერ საქართველოში" ამბობენ, რომ მათი პრიორიტეტი ახლა არჩევნებისთვის მომზადებაა.
ჩვენ პირველ რიგში ვიბრძვით ახალი, სამართლიანი არჩევნებისთვის, რომელიც არის ვადამდები, მაგრამ თუ ეს არჩევნები იქნება 2028 წელს, აბსოლუურად ყველა ეროვნულმა, პროდასავლურმა ძალამ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, რომ გადატეხოს საზოგადოებაში ნიჰილიზმი და შიში და დარაზმული საზოგადოება მოვიდეს არჩევნების დღეს და ისეთი უმრავლესობით დაჩაბნოს "ქართული ოცნება", რომ წალეკოს და არანაირი მანიპულაციის საშუალება აღარ დაუტოვოს. ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, იმუშაოს მიზნობრივად და მოიცვას საზოგადოების ყველა სეგმენტი. მხოლდო ასე შევძლებთ ჩვენ საზოგადოების გაერთიანებას ერთი მიზნის გარშემო, მის კონსოლიდაციას, რაც გულისხმობს რეჟიმის დამარცხებას. ეს არის სწორი გხა", - აცხადებს გიორგი სიორიძე.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ თავის დროზე ერთობის გეგმა ოპოზიციას შორის არ შედგა, ამიტომაც ენმ სალომე ზურაბიშვილს ურჩევს, როცა ერთობაზე ისაუბრობს, უფრო "კონკრეტულად" ისაუბროს.
კონკრეტული საუბარი საჭირო, როდესაც კიდევ ერთხელ ისაუბრებენ ერთობაზე. ერთობა არის ძალიან კარგი. ენმ იყო ერთიანობსი მომხრე, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ჩვენ მზად ვიყავით დაგვეთმო პარტიული ნომერი, კვოტები და ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ერთობა შემდგარიყო, მაგრამ ვნახეთ, რომ ეს ერთობა არ შედგა. ეს ერობა მაშინაც არ შედგა პირადი ამბიციების გამო. ენმ პროცესებს სულ ვუყურებდით ასე - რომ ერთ მხარეს არის რუსული ოცნება და მეორე მხარეს არის ყველა, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური პოზიციებისა და ვუყრებდით ისე, რომ მთავარი არის საერთო ბრძოლა", - ამბობს ანა წითლიძე.
გიორგი გახარიას გუნდი კი ისევ ბრძოლის დამოუკიდებელ წესებს ირჩევს. ექს-პრემიერის პარტიაში სალომე ზურაბიშვილის თვითმმართვების არჩევნებს (არმონაწილეობას) ახსენებენ და ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ ამაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და შემდეგ ისაუბროს შემდეგ არჩევენბზე.
ქალბატონ ზურაბიშვილს ეს განცხადება 4 ოქტომბრამდე რომ გაეკეთებინა და საქართველსო მოქალაქეებისთვის არ მოეწოდებინა რუსთაველზე დგომისკენ, ბევრად დამაჯერებლი იქნებოდა დღეს მისი განცხადებები. ამ ადამიანმა ჯერ არსებულ არჩევნებში არმონაწილეობაზე აიღოს პასუხისმგებლობა და შემდეგ ისაუბროს შემდეგ არჩევნებში მონაწილეობაზე. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ არც აქამდე განვიხილავდით ვინმესთან გაერთიანებას პარტიულად და არც მომავალში განვიხილავთ", - ამბობენ გახარიას გუნდში.
"ოცნებას" მომავალი არჩევნები ბრძოლით და ერთობით უნდა გამოვგლიჯოთ - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ფბ-ლაივში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას მოუწოდებს ერთიან სტრატეგიაზე ჩამოყალიბდნენ და ეს სტრატეგია საარჩევნოდ გამოიყენონ.