"ოპოზიციური ალიანსის" წევრებს შორის დაპირისპირება "ოცნების" განსახილველ თემად იქცა

06.06.26 17:08
"ოპოზიციური ალიანსის" წევრებს შორის დაპირისპირება "ოცნების" განსახილველ თემად იქცა

 

 

"ოპოზიციური ალიანსის" წევრებს შორის დაპირისპირება "ოცნების" განსახილველ თემად იქცა. კახა კალაძე ამბობს, რომ "ოპოზიციურ ალიანსში" მიდის ბრძოლა პირველობისთვის - ვინ იქნება მთავარი პარტია.

დაპირისპირება რომ იქნებოდა, თავიდანვე ცხადი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთობა და ერთიანი პლატფორმა. რეალურად, ბრძოლა მიდის, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური წარმომადგენელი, პარტია. თუ შევხედავთ, ვინ არიან ეს ადამიანები და რა აერთიანებთ მათ - იმართებიან გარედან. ქართველი ხალხის ინტერესებისთვის არაფერი გაუკეთებიათ, ნაბიჯი არ გადაუდგამთ. პირიქით, ყოველთვის ყველაფერს სამშობლოს წინააღმდეგ აკეთებენ. მათ წარსულს თუ გადავხედავთ, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული ელემენტები არიან.

თუ ოპოზიციაში განხეთქილებაზე მხოლოდ კულუარებში საუბრობდნენ, დღეს უკვე ცხადია ყველაფერი. ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ. ამასაც აქვს თავისი ახსნა - როდესაც ხარ პოლიტიკოსი, პირველ რიგში, შენი ქვეყნის ინტერესების მიხედვით უნდა მოქმედებდე. ეს ადამიანები კი შემჩნეულები არიან მტრულ საქმიანობაში. ამის კონკრეტული ფაქტები არსებობს, მაგალითად, ბრიუსელში კონკრეტული პოლიტიკოსები კაბინეტებში დარბოდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ასოცირების ხელშეკრულება არ გაფორმებულიყო და ა.შ. ამიტომ, საზოგადოებაში არ აქვთ არანაირი ნდობა“, - განაცხადა კახა კალაძემ

მიხეილ სააკაშვილის პარტიასა და "ახალს" შორის კონფლიქტი უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. პარტია "ახალის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გუშინ "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდა, ოპოზიციურ საქმიანობში მეტად ჩაერთონ და არა მხოლოდ აქციებზე სიტყვით გამოსვლა ითხოვონ. დღეს ნიკა გვარამიას ამ განცხადებას ენმ-ს პასუხი მოჰყვა. 

კარგია, რომ ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, იმიტომ, რომ დაიწრიტება ეს მღვრიე წყალი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა თქვა და საბოლოოდ, პოლიტიკურ ველზე დარჩებიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რომ აბსოლუტურად უანგაროდ იბრძოლონ. ფაქტი არის  ის, რომ საქართველოს ბანკი მთლიანად მონოპლიზებული აქვს ხელისუფლებას. ირაკლი გილაური არის ივანიშვილის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე უმდიდრესი ადამიანი ამ ქვეყანაში. ის არის უჩა მამაცაშვილის  და ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარი და პარტნიორი. ყველამ იცის, რომ სწორედ გილაურის წყალობით ელაპარაკება ივანიშვილის ბიზნესმენებს. 

ახლა ლოგიკურად ისმის კითხვა, რომ ამ ყევალფრის ფონზე, როდესაც მისი ძმა ნიკა გილაური იყო მთავარი დამფინანსებელი და ამხელა ფული შეიტანა კოალიცია "ახალში" მაშინ, როცა ოპოზიციურ ველზე კრიზისი იყო ფინანსური, როგორ დალაგდა ეს ყველაფერი? - რაღაცა თეორიებს კი არ ვაწყობ - კონკრეტული კითვები და კონკრეტული პასუხი არ არის ის პასუხი. არ შეშვენის გვარამიას ურთმელიძს პასუხი, რომ თურმე "დედა დედა არაა და ამიტომ ძმა ოჯახის წევრი არ ყოფილა". - ამბობს ენმ-ს წევრი, ანა წითლიძე. 

ანა წითლიძეს დღეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, დარჩება თუ არა ენმ "ოპოზიციურ ალიანსში", რაზეც ოპოზიციონერმა ასე უპასუხა:

ალიანსთან დაკავშირებით მოცემულობა არის ის, რაც არის - ჯერჯერობით ეს მოცემულობა არ შეცვლილა და არ იცვლება, თუ მვიირებთ გადაწყვეტილებას, საზოგადოებას ექნება ამის შესახებ ინფორმაცია", - აცხადებს ანა წითლიძე.

რა უძღოდა წინ  ენმ-სა "ახალს" შორის დაპირისპირებას: 

  • 29 მაისს, ოპოზიციური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, სადაც წერდა, რომ სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი კი არა, მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია, იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შეტრფის, მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსულიო“.
  • ამავე წერილში მელია მოუწოდებდა სააკაშვილს, დაასახელოს ის „მოღალატე“, რომლის რჩევითაც მალულად ჩამოვიდა საქართველოში 2021 წელს, - რასაც მისი დაპატიმრება მოჰყვა, - და რომელიც სააკაშვილს ჯერ არ დაუსახელებია.
  • ნიკა მელიას წერილს კი წინ უსწრებდა თავად სააკაშვილის 27 მაისს გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც ნიკა მელია გააკრიტიკა. „მელიას შეცდომა ის იყო, რომ მან, გუშინდელ აქციაზე (გულისხმობს 26 მაისის მარშს) ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი, ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, არადა თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე“.
  • სწორედ სააკაშვილის ამ პოსტს უპასუხა 29 მაისს ნიკა მელიამ ვრცელი წერილით უპასუხა და თქვა, რომ სააკაშვილის ეს ფრაზა ტყუილი და ცილისწამება იყო.
  • დღეს 1 ივნისს, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა ნიკა მელიას წერილით, სადაც დაწერა, რომ მას არასდროს არავისი შურდა და პირიქით, ყველას წარმატება უხარია.
  • "ნიკა მელიას ბევრი რამე გავუტარე, სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან - ბოლოს მაინც მარცხი განვიცადე და მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც"- დაწერა სააკაშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები