ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს შაბათის მარშის დაწყებამდე თავს დაესხნენ
ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს შაბათის მარშის დაწყებამდე ერთი პირი თავს დაესხა - ინფორმაციას ფოტოგრაფი MO SE ავრცელებს.
მისი თქმით, ლევანს დაზიანებები თვალის არეში და ხელზე აღენიშნება .
განახლება: აქტივისტი მეგი დიასამიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ლევან ზაზაძესთან ერთად, ერთი პირი თავს თამუნა გიორგაძესაც დაესხა:
"შაბათის მარშზე მოვარდა ვიღაც ერთი ადამიანი, წითელ სკუტერზე იჯდა, გადმოხტა უცებ და მიუვარდა პროტესტის ხალხს, დაიწყო გინება და ფიზიკურად გაუსწორდა თამუნა გიორგაძეს და ლევან ზაზაძეს. და ყოველ შაბათს ჩამოივლის და ცდილობს არეულობა გამოიწვიოს
პოლიციის რაზმი დგას მარშის გამო, მაგრამ რატომღაც ჩხუბის ბოლოს მოვიდნენ და დაიწყეს სიტუაციის გარკვევა" - წერს აქტივისტი მეგი დიასამიძე.
ირკვევა, რომ თავდასხმის შემდეგ, ლევან ზაზაძე და თამუნა გიორგაძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელიც გადაყვანილია პოლიციაში და დაწყებულია გამოძიება.