ლევან მურუსიძე მე პირადად ძალიან არ მომწონს - თეა წულუკიანი
"ქართული ოცნების" ლიდერმა, თეა წულუკიანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრზე, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს მიერ სანქცირებულ ლევან მურუსიძეზე თქვა, რომ აღნიშნული მოსამართლე მას პირადა არ მოსწონს.
"ლევან მურუსიძე მე პირადად ძალიან არ მომწონს, მაგრამ ის, რომ ის ჩემგან [პოლიტიკოსისგან] თავისუფალია, ეს არის გაცილებით უფრო დიდი სიკეთე, ვიდრე მე ის მომწონს თავისი წარსულის გამო თუ არა" - თქვა TV იმედის ეთერში წულუკიანმა მას შემდეგ, რაც მას მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წევრმა, გოტა ჭანტურიამ წულუკიანს სანდრო გირგვლიანის საქმეში ლევან მურუსიძის მონაწილეობა შეახსენა.