ოპოზიცია 2 დღიანი ტაიმაუტის შემდეგ ხვალ მასშტაბურ აქციას აანონსებს

18.11.21 17:53
ოპოზიცია 2 დღიანი ტაიმაუტის შემდეგ  ხვალ მასშტაბურ აქციას აანონსებს

ხელისუფლების ხელშეშლა, დაღლა და გამოფიტვა - ასეთი სტრატეგიით გაიმართება ხვალ, სამ საათზე, სამ ლოკაციაზე ოპოზიციის აქცია.  საქართველოს გამოღვიძება და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა - ეს არის ოპოზიციის ხვალინდელი გეგმა.

პროტესტის მონაწილეები ქუჩაში ისევ გამოდიან და კიდევ ერთხელ ასე ეცდებიან, ხმა ხელისუფლებას დედაქალაქის ყველა უბნიდან გააგონონ.

მოშიმშილე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას უერთდებიან სამოქალაქო აქტივისტებიც.

ხვალ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ სამოქალაქო აქტივისტებიც შევიკრიბებით 3 სხვადასხვა ლოკაციაზე, ვისაც როგორ მოუხერხდება. კონკრეტულად რა გეგმები გვაქვს, ამას ნახავთ აქციის დღეს. იქნება მარში და მთელი ქალაქის მიმართულებით გადაადგილება ყველა იმ ადამინის, ვისაც არ სურს ოლიგარქიის პირობებში ცხოვრება - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი ფავლენიშვილი.

მსგავსი სიახლეები