1 000-ზე მეტი პატიმარი შიმშილობდა, მაშინ სად იყო ლომჯარია - სამხარაძე

18.11.21 17:03
1 000-ზე მეტი პატიმარი შიმშილობდა, მაშინ სად იყო ლომჯარია - სამხარაძე

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნიკოლოზ სამხარაძე, სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, მიკერძოებაში ადანაშაულებს.  სამხარაძე ამბობს, რომ ციხეში სააკაშვილის გარდა სხვა პატიმრებიც შიმშილობს და მათ საჭიროებებზე  ლომჯარიას არ უზრუნია. 

აქამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში  შიმშილობდა თუ სწორად ვიცი, 1000-ზე მეტი პატიმარი. თუ ამ პატიმრებს არ ჰქონდათ ციხის საავადმყოფოში შესაბამისი  მკურნალობის საშუალება, მაშინ სად იყო ლომჯარია", - ამბობს სამხარაძე.

მსგავსი სიახლეები