ევროსაბჭო საქართველოს დემოკრატიულ მდგომარეობაზე იმსჯელებს - რა მოლოდინები აქვთ ექსპერტებს

07.06.26 20:25
ევროსაბჭო საქართველოს დემოკრატიულ მდგომარეობაზე იმსჯელებს - რა მოლოდინები აქვთ ექსპერტებს

 

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების საკითხზე იმსჯელებს. 24 ივნისს დაგეგმილია ასამბლეის საზაფხულო სესიის სხდომა, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება და კენჭი ეყრება რეზოლუციის პროექტს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ მდგომარეობას აფასებს.

დოკუმენტი, რომელშიც პირდაპირაა აღნიშნული, რომ არსებული გარემო პირობებში საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების რესურსი არ არსებობს, უკვე ერთხმად დაამტკიცა მონიტორინგის კომიტეტმა.

რეზოლუციის პროექტი "ოცნების" ხელისუფლებისგან მოითხოვს საპროტესტო აქციების დროს სამართალდარღვევებში მონაწილე პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასა და ე.წ. რეპრესიული კანონების გაუქმებას, როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

დოკუმენტი ასევე გმობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მათ ხელმძღვანელებსა და დამოუკიდებელ მედიაზე განხორციელებულ, როგორც ავტორები აღნიშნავენ, განგრძობად ზეწოლასა და თავდასხმებს.

ექსპერტების შეფასებით, სტრასბურგის რეკომენდაციებისა და მოთხოვნების შესრულება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა ევროსაბჭოს წევრია და ორგანიზაციის წინაშე აღებული ვალდებულებები აქვს.

მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში არაერთი კრიტიკული რეზოლუცია და მოწოდება ივანიშვილის ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა. ამასთან, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეაჩერა. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი პოლიტიკა ქვეყნის საერთაშორისო პოზიციებს აზიანებს და ევროსაბჭოსთან ურთიერთობებს დამატებითი რისკების წინაშე აყენებს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლსარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები