„სომხეთო, თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა" - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება. განცხადება მან სოციალურ პლატფორმა X-ზე გაავრცელა.
ზურაბიშვილის შეფასებით, სომხეთისთვის მიმდინარე არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან სწორედ ამ კენჭისყრის შედეგებმა შეიძლება ქვეყნის მომავალი პოლიტიკური და საგარეო კურსი განსაზღვროს.
„სომხეთო, თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. ეს არჩევნები განსაზღვრავს თქვენს დემოკრატიულ ევროპულ მომავალს. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!“ - წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მაღალი პოლიტიკური ინტერესისა და საერთაშორისო ყურადღების ფონზე მიმდინარეობს. ქვეყნის პოლიტიკური მომავლისა და საგარეო ორიენტაციის საკითხი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.