გამარჯვების შემდეგ ფაშინიანმა საქართველოზე ისაუბრა
ევროკავშირსა და საქართველოს და აშშ-სა და საქართველოს შორის შერიგებით დაინტერესებულები ვართ, - ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. სომხეთის პრემიერის თქმით, საქართველოს სომხეთის მოძმე ქვეყანაა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები აუცილებლად უნდა გაგრძლდეს და განვითარდეს.
"როგორც ვთქვი, ევროკავშირსა და საქართველოს და აშშ-სა და საქართველოს შორის შერიგებით დაინტერესებულები ვართ და ეს არის ჩვენი პოზიცია. თუმცა, გარდა ამისა, ამისგან დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობა უწყვეტად განვითარდება, ის ჩვენი მოძმე ქვეყანაა და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, უეჭველად განვაგრძობთ ჩვენი ურთიერთობის განვითარებას". - თქვა ფაშინიანმა.
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტმა“ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 49.81% მოიპოვა.
ცესკოს ინფორმაციით, მეორე ადგილზე ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი სომხეთი“ გავიდა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 23.29% მიიღო.