"ჩვენ გვყავს საქართველოს განვითარების მტრები ევროპაში" - შალვა პაპუაშვილი
"მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს"- ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა ფასი აქვს ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციებს.
"სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს საქართველოს განვითარების მტრები ევროპაში"- ამბობს შალვა პაპუაშვილი.
"არაფერი, ეს არის მხოლოდ საინფორმაციო ხმაურის შესაქმნელად. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ამ ქვეყნის განვითარების მტრები ევროპაში. მათ პირდაპირ სურთ, დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. ასე რომ, ეს მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს, პირველ ყოვლისა, ბრიუსელმა. მის ხელშია, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა შეწყდეს.
ბრიუსელი კანდიდატი ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ ნაბიჯებს როცა ახორციელებს, ეს არ ჯდება არანაირ ვალდებულებებში, რომელიც, თავის მხრივ, აღებული აქვს ბრიუსელს ქართველი ხალხის წინაშე იმით, რომ ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება. ამიტომ მტრული პოლიტიკის გატარება ასოცირების შეთანხმების პირობებში, თავად ასოცირების შეთანხმების დარღვევა და საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის, სტატუსის უპატივცემულობაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ეს მტრული პოლიტიკა შეწყდეს." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.