სომხეთმა, მუქარისა და დაშინების მიუხედავად, საკუთარი დემოკრატიული გზა აირჩია - ლატვიის პრეზიდენტი

08.06.26 12:26
სომხეთმა, მუქარისა და დაშინების მიუხედავად, საკუთარი დემოკრატიული გზა აირჩია - ლატვიის პრეზიდენტი

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

"სომხეთმა, მუქარისა და დაშინების მიუხედავად, საკუთარი დემოკრატიული გზა აირჩია."- წერს რინკევიჩი. 

„გილოცავთ, პრემიერ-მინისტრო ნიკოლ ფაშინიან, არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვებას! სომხეთმა, მუქარისა და დაშინების მიუხედავად, საკუთარი დემოკრატიული გზა აირჩია. ლატვია მტკიცედ დგას თქვენს გვერდით და მხარს უჭერს სომხეთსა და ევროკავშირს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობებს“, - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტმა“ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 49.81% მოიპოვა.

ცესკოს ინფორმაციით, მეორე ადგილზე ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი სომხეთი“ გავიდა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 23.29% მიიღო.

მსგავსი სიახლეები