"ოცნება" ოპოზიციის აკრძალვის თემას ააქტიურებს

08.06.26 13:05
"ოცნება" ოპოზიციის აკრძალვის თემას ააქტიურებს

 

 

"ქართულ ოცნება" საქართველოში ოპოზიციის ნაწილის აკრძალვის თემას ააქტიურებს - განცხადება პარლამენტში შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. 

"ოცნების" ლიდერის თქმით, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ის პარტიები მიიღებენ, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არ აიკრძალება. 

პაპუაშვილმა ოპოზიციის ნაწილს "არაკონსტიტუციურები" და "არასისტემური ჯგუფები" უწოდა. ~

ჩვენ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ პარტიებთან - თავისი არით, ამიტომ მივმართეთ  ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს ამის დასადგენად. როდესაც პარტიები ამოვარდნილი არიან კონსტიტუციური პრინციპებიდან, გადაქცეულები არიან არასისტემურ ჯგუფებად, რა თქმა უნდა ყველაფერი ამგვარი იქ ხდება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო სასამართლოში ამ პროცესის წარმოება, რომ ყველაფერი მოექცეს სამართლებრივ-პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც დადგენილია ჩვენი კონსტიყტუციით. ასე რომ ეს აურზაური სულ იქნება, მანამ სანამ ჩვენ შევეგუებით, რომ საქართველოში არსებობს კონსტიტუციის მტერი პარტიები. 

თუკი არის სისხლის სამართლებირივი სამქე საწარმოებელი, იქ უნდა აწარმოო სისხლის სამართლის საქმე. თუ ვინმე დასაჭერია და დანაშაული აქვს ჩადენილი, ამას ჰქვია სამართლის უზანაესობა. 

ჩვენ ვაპირებთ 2028 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ვის სურს სხვა პარტიებიდან მონაწილეების მიღება, ეს მათი გადასაწყვეტია. მეორე - ის პარტია, რომელიც არაკონსტიტუციურად იქნება ცნობილი საკონსტუტუციო სასამართლოს მიერ, თქვენ ფოქრობთ რომ ანტიკოსნტიტუციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა [არჩევნებში]. ანუ დემოკრატია ასე წარმოგიდგენიათ, რომ კონსტიტუციის მტრები ყნდა იღებდნან არჩვებენში მონაწილეობას?"- თქვა მან.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება” პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელს მე-4 პარტიასაც -  “ფედერალისტებს” ამატებს.

შალვა პაპუაშვილის მიერ 20 აპრილს გაკეთებული განცხადების თანახმად, პარტია საკონსტიტუციო სასამართლოდან ძველ სარჩელს გამოითხოვს და შეიტანს ახალს, დაკორექტირებულ ვარიანტს, რომლითაც უკვე 4 პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვას მოითხოვს:

  • „ლელო“
  • ენმ
  • „კოალიცია ცვლილებებისთვის“
  • „ფედერალისტები“

"ოცნებაში" ამბობენ, რომ სარჩელში „ფედერალისტების“ დამატების საფუძველი არის ის, რომ ეს პარტია შეუერთდა ოპოზიციის ალიანსს და გაიზიარა მათი საერთო მიზნები „დემოკრატიის წინააღმდეგ“.

მსგავსი სიახლეები