სომხეთი უახლოვდება ევროპას - ურსულა ფონ დერ ლაიენი

08.06.26 12:57
სომხეთი უახლოვდება ევროპას -  ურსულა ფონ დერ ლაიენი

ჩვენ ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას დემოკრატიულ სომხეთთან, რომელიც სულ უფრო და უფრო უახლოვდება ევროპას - ამ სიტყვეით ულოცავს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინს არჩევნებში გამარჯვებას.

მისი თქმით,  ევროკომისია სომხეთის გვერდით დგას. 

ძვირფასო ნიკოლ ფაშინიან, გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას.

ხავერდოვანი რევოლუციის სულისკვეთება, რომელსაც თქვენ 2018 წელს უხელმძღვანელეთ, ცოცხალი და ძლიერია.

ჩვენ ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას დემოკრატიულ სომხეთთან, რომელიც სულ უფრო და უფრო უახლოვდება ევროპას.

ჩვენ სომხეთის გვერდით ვდგავართ. 

წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტმა“ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 49.81% მოიპოვა.

ცესკოს ინფორმაციით, მეორე ადგილზე ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი სომხეთი“ გავიდა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 23.29% მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები