სომხეთში კრიმინალური ოლიგარქია უნდა მოისპოს - ნიკოლ ფაშინიანი
ხალხმა გადაწყვიტა, რომ კრიმინალური ოლიგარქია უნდა მოისპოს - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და მმართველი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ თავმჯდომარემ, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ფაშინიანი ამბობს, რომ გამარჯვებული გუნდი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.
გილოცავთ არჩევნების შედეგებს - ხალხმა აირჩია საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა. აირჩიეს უკეთესი მომავალი. სომხეთი მშვიდობის მხარეს არის და დამარცხებულია ომის პარტია. ეს კარგი შედეგია, მაგრამ არა საბოლოოდ. ხალხმა გადაწყვიტა, რომ სომხეთში ომის პარტია და კრიმინალური ოლიგარქია უნდა მოისპოს. რა თქმა უნდა ეს იქნება ჩვენი მთავრობის და ხელისუფლების უპირველესი ამოცანა. ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ჩვენს პარტიას ექნება საპარლამენტო უმრავლესობა, შევქმნით მთავრობას. ჩვენ გავაგრძელებთ საექსპერტო ბაზრებზე დარჩენას. საჭიროა, დივესიპიკაცია. ამ მიმართულებით უკვე არსებობს ევროკავშირთან გაორმაგებული მაჩვენებელი" - თქვა ფაშინიანმა.
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტმა“ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 49.81% მოიპოვა.
ცესკოს ინფორმაციით, 23,29%-ით მეორე ადგილზეა მილიარდერი სამველ კარაპეტიანის პრორუსული ბლოკი „ძლიერი სომხეთი“
მსგავსი სიახლეები
ჩამოუყალიბდათ „ლუზერის“ ფსიქოლოგია - ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო მეტად ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ვიდრე ივანიშვილის - სააკაშვილის მიმართვა
ჩამოუყალიბდათ „ლუზერის“ ფსიქოლოგია - ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო მეტად ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ვიდრე ივანიშვილის - სააკაშვილის მიმართვა